Pink Floyd

PINK FLOYD-მა უკრაინის მხარდამჭერი სიმღერა ჩაწერა – [VIDEO]

ლეგენდარულმა როკ ბენდმა, Pink Floyd-მა უკრაინის მხარდამჭერი სიმღერა, Hey Hey Rise Up გამოუშვა. სიმღერიდან შემოსული თანხა მთლიანად უკრაინის მხარდამჭერ საქველმოქმედო ფონდებში გადაირიცხება.

"2022 წლის 24 თებერვალს რუსეთი შეიჭრა უკრაინაში. BoomBox-ის მომღერალმა ანდრიი ხლივნიუკმა ამერიკაში მიმდინარე საკონცერტო ტურნე შეაჩერა და კიევში, სამშობლოს დასაცავად დაბრუნდა. 3 დღის შემდეგ მან Instagram-ზე ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც უკრაინული სიმღერა Ой у лу́зі черво́на кали́на შეასრულა. Pink Floyd უერთდება ანდრის და მის წინააღმდეგობის შემცველ გზავნილს". – წერია კლიპის შესავალში.

ხლივნიუკის მიერ შესრულებული ხალხური სიმღერა, უკრაინის ერთობის ერთ-ერთი ჰიმნი გახდა. ვერსია არაერთმა სხვა ადგილობრივმა და უცხოელმა მუსიკოსმა გამოიყენა.

 

 

კომენტარები