Pink Floyd

PINK FLOYD-მა კონცერტების ჩანაწერების იუთუბზე გამოქვეყნება დაიწყო

Pink Floyd

Pink Floyd-მა აქამდე უცნობი ან ნაკლებად ცნობილი კონცერტების ჩანაწერების იუთუბზე გამოაქვეყნება დაიწყო.

ბრიტანული ჯგუფი ჩანაწერებს ყოველკვირეულად საკუთარ ოფიციალურ არხზე გამოაქვეყნებს.

პირველი კონცერტის ჩანაწერი, რომელიც ჯგუფმა 17 აპრილს გამოაქვეყნა, 1994 წელს ლონდონში გამართული Pulse-ის მთლიანი შოუა.

[video:https://www.youtube.com/watch?time_continue=6&v=hokGXqEsCXk&feature=emb_title]

Pink Floyd არ არის ერთადერთი ჯგუფი, რომელმაც ადამიანებისთვის კარანტინისა და იზოლაციის შესამსუბუქებლად, კონცერტების ჩანაწერების გავრცელება დაიწყო. 9 აპრილს, Radiohead-მა ოფიციალური განცხადებით ხალხს ამცნო, რომ ყოველკვირეულად იუთუბის ოფიციალურ არხზე კონცერტებს განათავსებდნენ.

კომენტარები