Pink Floyd

Pink Floyd-ის ყოფილი წევრის მიერ "ნაცისტური სტილის" სამოსის ჩაცმას პოლიცია იძიებს

პოლიცია იძიებს გერმანიაში გამართულ კონცერზე Pink Floyd-ის ყოფილი წევრის, მუსიკოსის, როჯერ უოტერსის მიერ ნაცისტური SS-ის ფორმის ჩაცმას

17 მაისს ბერლინში გამოსვლისას უოტერსს ეცვა გრძელი შავი პალტო წითელი სამკლაურით. ამასთან, მან აუდიტორიას ყალბი იარაღიც დაუმიზნა. 

გერმანია კრძალავს ნაცისტური სიმბოლოების ჩვენებას - მაგრამ ქვეყნის კანონები გამონაკლისს უშვებს მხატვრული ან საგანმანათლებლო მიზნებისთვის მათ გამოყენებას. 

უოტერსის განმარტებით, მისი შესრულება აშკარად "ფაშიზმის წინააღმდეგ" იყო მიმართული. 

უოტერსის ქურთუკის წითელ სამკლავურზე ორი შავი გადაჯვარედინებული ჩაქუჩი და მის გარშემო თეთრი წრე იყო გამოსახული. ასე მას მას რამდენიმე წლის წინანდელ ჩვენებებზეც ეცვა.

მსგავსი სიმბოლოები გამოყენებულია 1982 წლის ფილმში - The Wall, რომელიც დაფუძნებულია Pink Floyd-ის ამავე სახელწოდების ალბომზე. მასში თამაშობს მუსიკოსი ბობ გელდოფი, რომელიც ერთ სცენაში ჰალუცინაციისას ხედავს, რომ ფაშისტურ მიტინგს უძღვება. 

მოგვიანებით ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მუსიკოსი სოციალურ ქსელში გააკრიტიკა.

უოტერსი ვლადიმირ პუტინისა და კრემლის პოლიტიკის ღია მხარდამჭერია. უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ მუსიკოსმა არაერთხელ გააკრიტიკა უკრაინა და აშშ, ასევე წერილი მიწერა უკრაინის პირველ ლედის ოლენა ზელენსკას, რომელშიც მისი ქმარი ვოლოდიმირ ზელენსკი გააკრიტიკა.

ამასთან, უოტერსმა გაეროს უშიშროების საბჭოს წინაშე სიტყვით გამოსვლისას რუსეთის ქმედებები დაგმო, მაგრამ ამავდროულად ოკუპანტი სახელმწიფო პროვოკაციის მსხვერპლად გამოიყვანა

კომენტარები