Pink Floyd

Pink Floyd-ის ანიმაციის კონკურსში რატი დაბრუნდაშვილმა და ნასტასია ნიკიტინამ გაიმარჯვეს

კადრი რატი დაბრუნდაშვილისა და ნასტასია ნიკიტინას Pink Floyd - Brain Damage-ის ანიმაციიდან
 Rati Dabrundashvili / Youtube

Pink Floyd-ის ალბომის "Dark Side of the Moon" 50 წლისთავთან დაკავშირებით გამართულ ანიმაციის კონკურსში რატი დაბრუნდაშვილმა და ნასტასია ნიკიტინამ გაიმარჯვეს და პირველი ადგილისთვის განკუთვნილი ჯილდო £100 000 მოიპოვეს.

კონკურსის ფარგლებში სულ 10 გამარჯვებული ანიმაციის ავტორი გამოვლინდა, თუმცა მათგან ჟიურიმ სამი გამოარჩია, რომლებიც, მათი აზრით, განსაკუთრებულ აღიარებას იმსახურებდნენ.

მე-3 ადგილზე Eclipse-ისთვის მონიკა ფიბიმ £25 000 აიღო. მეორე ადგილოსანი დეივიდ ჰორნი იყო Time-ის ანიმაციისთვის, ხოლო პირველ ადგილზე რატი დაბრუნდაშვილი და ნასტასია ნიკიტინა Brain Damage-ის ანიმაციით გავიდნენ.

"მე და ნასტასია ნიკიტინამ პირველი ადგილი ავიღეთ Pink Floyd-ის ანიმაციის კონკურსში.

ჯერ კიდევ შოკში ვართ…" - წერს რატი დაბრუნდაშვილი.

ვიდეოს აღწერაში რატი და ნასტასია წერენ, რომ ანიმაცია სიდ ბარეტის ხსოვნას მიუძღვნეს.

კომენტარები