სანქციები რუსეთს

კობახიძე: საქართველო არ იქნება სანქციების გვერდის ავლისთვის გამოყენებული

სანქციების დაწესება და სანქციებზე მიერთება არის ერთი და იგივე. ერთადერთი, რა არის აქ მნიშვნელოვანი - ჩვენ ხშირად გვეუბნებიან ხოლმე იგივე საერთაშორისო პარტნიორები, რომ საქართველო არ უნდა იქცეს ქვეყნად, რომელიც გამოიყენება სანქციების თავიდან ასარიდებლად.

და, რა თქმა უნდა, ამ კუთხით, ჩვენ ბუნებრივია, ყურადღებას ვიჩენთ და იგივე ეროვნულ ბანკს ჰქონდა შესაბამისი გადაწყვეტილება და ა.შ.

ქვეყანა არ იქნება სანქციების გვერდის ავლისთვის გამოყენებული. ეს არის, ბუნებრივია, ჩვენი პასუხისმგებლობა, მაგრამ რაც შეეხება სანქციების დაწესებას, მიერთებას, ამაზე ჩვენ ჩვენი პოლიტიკური განცხადება გავაკეთეთ

ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე TV იმედის ეთერში.

კომენტარები