საქართველო-უკრაინა

კობახიძე კონტრაბანდაზე: გათვლილი იყო, რომ შეიძლება, მინი-აფეთქება მოჰყოლოდა საზოგადოებაში

ჩვენ გვქონდა მყისიერი რეაქცია იმ განცხადებაზე, რომელიც გაკეთდა უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან, და რეაქცია იყო ძალიან მარტივი - ჩვენ მოვითხოვეთ მათი მხრიდან მტკიცებულებების წარმოდგენა, წყაროს წარმოდგენა, თუმცა, არც ერთი და არც მეორე არ გაუკეთებიათ. ამას აქვს მარტივი მიზეზი, საერთოდ ჰაერიდან იყო მოტანილი ის განცხადება, რომელიც ჩვენ მოვისმინეთ და არაფერი არ მომხდარა, რაზეც შეიძლებოდა, აგებული ყოფილიყო ეს განცხადება.

ეს იყო აბსოლუტურად პოლიტიკურად მოტივირებული განცხადება. გარკვეული კოორდინაცია რომ არის აქაურ რადიკალურ ოპოზიციასთან, ჩვენ ამაზე ხშირად გვისაუბრია, და გათვლილი იყო მარტივ რამეზე, რომ შეიძლება, რაღაც პატარა მინი აფეთქება მოჰყოლოდა საზოგადოებაში ამ განცხადებას, თუმცა, საზოგადოება ხედავს ყველაფერს და საზოგადოება აფასებს იმას თუ რა ხდება სინამდვილეში. სინამდვილეში არ მომხდარა არაფერი, ჩვეულებრივად კონტროლდება აბსოლუტურად ყველა ტვირთი, რაც გადის და შემოდის

ამბობს ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე TV იმედის ეთერში უკრაინის დაზვერვის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის მიხედვითაც, საქართველოს პოლიტიკური ხელმძღვანელობა რუსეთთან შეთანხმებულია საკუთარი ტერიტორიის გავლით სანქცირებული პროდუქტების კონტრაბანდის სახით შეტანაზე.

კომენტარები