საქართველო-უკრაინა

კობახიძე უკრაინის დაზვერვაზე: ეს იყო Fake და Fake-ს დიდოსტატები ვინ არიან, კარგად ვიცით

ის, რომ ამდენი დღის განმავლობაში ჩვენ ვერ მივიღეთ ვერავითარი ინფორმაცია უკრაინის მხრიდან, თავისთავად მეტყველებს იმაზე, რომ არაფერს ეს არ ეფუძნებოდა და თავიდან ბოლომდე იყო, სამწუხაროდ, ე.წ Fake. და Fake-ს დიდოსტატები ვინ არიან, ჩვენ კარგად ვიცით - ესენი არიან ჩვენი ოპოზიციონერები, რომლებიც იქ არიან სამწუხაროდ დღესაც ხელისუფლებაში

ამბობს ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე TV იმედის ეთერში უკრაინის დაზვერვის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის მიხედვითაც, საქართველოს პოლიტიკური ხელმძღვანელობა რუსეთთან შეთანხმებულია საკუთარი ტერიტორიის გავლით სანქცირებული პროდუქტების კონტრაბანდის სახით შეტანაზე.

კომენტარები