რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

Spotify რუსეთში ფუნქციონირებას წყვეტს

კომპანია Spotify რუსეთში ფუნქციონირებას წყვეტს. კომპანიამ ამის მიზეზად თანამშრომლებისა და მსმენელების უსაფრთხოების საკითხი დაასახელა.

კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადების მიხედვით, მიუხედავად იმისა, რომ კომპანიამ რუსეთის ოფისი მარტის დასაწყისში დახურა, მათ სურთად დამოუკიდებელი და სანდო ახალი ამბების მისაღებად სერვისი კვლავ მისაწვდომელი ყოფილიყო.

"Spotify-ს კვლავ სჯეროდა, რომ კრიტიკულად მნიშვნელოვანია რუსეთში ჩვენი სერვისის ოპერირების დატოვება, რათა რეგიონიდან მიგვეწოდებინა სანდო და დამოუკიდებელი ინფორმაცია. სამწუხაროდ, ახლახანს ძალაში შესული კანონმდებლობა, რომელიც ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობას კიდევ უფრო ზღუდავს, თავიდან იშორებს გამოხატვის თავისუფლებასა და კონკრეტული ტიპის ახალი ამბების კრიმინალიზებას ახდენს, ჩვენი თანამშრომლებისა და შესაძლოა მსმენელების უსაფრთხოებასაც კი რისკის ქვეშ აქცევს".  – წერია განცხადებაში

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები