რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

კულება: ლავროვი რუსეთის დანაშაულის თანამონაწილეა, მაგრამ მშვიდობისთვის მზად ვარ შევხვდე

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას თქმით, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის მიერ მარიუპოლის საავადმყოფოს დაბომბვისა და სხვა რუსული დანაშაულებების გამართლება მას ამ სისასტიკეების თანამონაწილედ აქცევს, მაგრამ მშვიდობის დასამყარებლად ის მზადაა მას შეხდეს. 

ამის შესახებ კულებამ ბრიუსელში ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრების მინისტერიალის შემდეგ თქვა. 

"მინისტრი ლავროვი არის პრეზიდენტ პუტინის სისტემის ნაწილი. ის ფაქტი, რომ ის ამართლებს მარიუპოლის საავადმყოფოს დაბომბვას და ბუჩასა და უკრაინის სხვა ქალაქებსა და სოფლებს ჩადენილ სამხედრო დანაშაულებს და მათ ყალბს უწოდებს, მას ამ დანაშაულების თანამონაწილედ აქცევს. მაგრამ მე მზად ვარ შევხვდე, რადგან ის თანამდებობის პირია და თუ ეს უკრაინაში მშვიდობისა და სიკვდილის დასასრულის საკითხია, მაშინ მე მზად ვარ ნებისმიერთან შესახვედრად".- ამბობს კულება.

ამასთან, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ, მისი აზრით, ლავროვის ყოველი კომენტარი მიზნად ისახავს მოლაპარაკებების ჩაშლას, დაბლოკვას და არა მის გაგრძელებას.

რუსეთ-უკრიანის საგარეო საქმეთა მინისტრები ერთმანეთს 10 მარტს ანტალიაში შეხვდნენ, სადაც უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს. 

კომენტარები