ვლადიმირ ჟირინოვსკი

BBC: პუტინის ულტრანაციონალისტი მოკავშირე და ჯამბაზი ჟირინოვსკი 75 წლის ასაკში მოკვდა

ვლადიმირ ჟირინოვსკი

პუტინის ულტრანაციონალისტი მოკავშირე და ჯამბაზი ჟირინოვსკი 75 წლის ასაკში მოკვდა - ამ სათაურით გამოაქვენა ბრიტანულმა გამოცემა BBC-მ სტატია რუსეთის დუმის დეპუტატის, ვლადიმირ ჟირინოვსკის სიკვდილის შესახებ. 

BBC-მ ჟირინოვსკის პოლიტიკური ცხოვრება და მისი გამონათქვამებიც გაიხენა. 

"ულტრანაციონალისტი რუსი პოლიტიკური ლიდერი ვლადიმირ ჟირინოვსკი 75 წლის ასაკში გარდაიცვალა ცეცხლოვან გამონათქვამებსა და აბსურდულ ხრიკებზე აგებული კარიერის შემდეგ".- ვკითხულობთ სტატიაში. 

ჟირინოვსკი ამტკიცებდა, რომ გაკეთებული ჰქონდა Covid-19-ის 8 ვაქცინა (რუსუელი წარმოების). მას კორონავირუსი დაუდგინდა და პნევმონიით საავადმყოფოში მიყვანიდან რამდენიმე კვირის შემდეგ გარდაიცვალა.

მისი გარდაცვალება საბოლოოდ დაადასტურა პარლამენტის სპიკერმა ვიაჩესლავ ვოლოდინმა, რომელმაც თქვა, რომ  ჟირინოვსკი იყოს ადამიანი, რომელსაც " ღრმად ესმოდა როგორ მუშაობს სამყარო და ბევრი რამ განჭვრიტა".

"ჟირინოვსკის კლოუნისტური ულტრანაციონალიზმი შოკში აგდებდა და ართობდა რუსებს მისი პოლიტიკური კარიერის 30 წელზე მეტი ხნის განმავლობაში.

1990-იანი წლების დასაწყისში ის ამტკიცებდა, რომ ოცნებობდა დღეზე, "როდესაც რუს ჯარისკაცებს შეეძლოთ ჩექმების გარეცხვა ინდოეთის ოკეანის თბილ წყლებში". დეპუტატებთან ერთ-ერთ ბოლო გამოსვლაში მან თქვა, რომ რუსეთი შეიჭრება უკრაინაში და თითქმის იმ დღეს იწინასწარმეტყველა, როდის მოხდებოდა ეს".- ვკითხულობთ BBC-ის სტატიაში. 

მედია ასევე აღნიშნავს, რომ ჟირინოვსკიმ საერთაშორისო პოპულარობა მაშინ მოიპოვა, როდესაც სატელევიზიო დებატების დროს პოლიტიკურ მეტოქეს, ბორის ნემცოვის სახეში წვენი შეასხა.

ჟირინოვსკიმ BBC-ს 2018 წელს უთხრა, რომ უკრაინა რუსეთის ტერიტორიაა: "ეს არის ჩვენი ტერიტორია, ეს არის ჩვენი ხალხი. ეს ჩვენი ქვეყნის ნაწილია".

ჟირინოვსკი 6 აპრილს მოკვდა, მას 8 აპრილს დამარხავენ. ასე გამოიყურება დღეს მისი ადგილი დუმაში:

კომენტარები