ვლადიმირ ჟირინოვსკი

ჟირინოვსკი 2 კვირის განმავლობაში მალავდა, რომ კოვიდინფიცირებული იყო

ვლადიმირ ჟირინოვსკი
RIA

რუსული მედიის ინფორმაციით, ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიის ლიდერი და დუმის დეპუტატი, ვლადიმირ ჟირინოვსკი 2 კვირის განმავლობაში მალავდა, რომ კოვიდინფიცირებული იყო.  

ამის შესახებ ინფორმაცია Коммерсант-მა გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ ჟირინოვსკიმ საჭიროდა არ ჩათვალა მის ინფიცირებაზე ცნობის გავრცელება, რადგან ეს "ვაქცინაციაზე ეჭვს შეიტანდა". 

ჟირინოვსკის ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმებაზე ინფორმაცია გუშინ, 9 თებერვალს გავრცელდა. ის ცენტრალურ კლინიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, რომელიც რუსეთის პრეზიდენტის აღმასრულებელი ოფისის იურისდიქციაშია.

სოციალური ქსელი Telegram-ის არხზე, Smash-ზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსი პოლიტიკოსი ჰოსპიტალიზებულია COVID-19-ის შემდეგ განვითარებული ორმხრივი პნევმონიის გამო და მას ფილტვი 50-75%-იანი დაზიანება აქვს.

რუსეთის ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიაში ამბობენ, რომ ჟირინოვსკი თავს ამჟამად კარგად გრძნობს. 

რუსულ მედია ინტერფაქსის წყარომ აღნიშნა, რომ ჟირინოვსკის ფილტვების მდგომარეობა მძიმეა. 

ვლადიმირ ჟირინოვსკი გასული წლის დეკემბერში, რადიო Комсомольская правда-ს ეთერში ამბობდა, რომ ის 8-ჯერ იყო აცრილი სხვადასხვა რუსული კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინით. Telegram-ის არხზე პოლიტიკოსი წერდა, რომ პირველი სამი აცრა სპუტნიკ V-თი გაიკეთა, შემდეგი 3 ეპივაკკორონა იყო, ბოლო ორი დოზა კი – კოვივაკი. სამივე ვაქცინა რუსული წარმოებისა

 

კომენტარები