ვლადიმირ ჟირინოვსკი

ვლადიმირ ჟირინოვსკი ჰოსპიტალიზებულია

ვლადიმირ ჟირინოვსკი
ria.ru

რუსეთის ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიის ლიდერი და დუმის დეპუტატი, ვლადიმირ ჟირინოვსკი ჰოსპიტალიზებულია

რუსული სამთავრობო მედიის, РИА Новости-ს ცნობით, ჟირინოვსკი გადაყვანილია ცენტრალურ კლინიკურ საავადმყოფოში.ცენტრალური კლინიკური საავადმყოფო რუსეთის პრეზიდენტის აღმასრულებელი ოფისის იურისდიქციაშია.

სოციალური ქსელი Telegram-ის არხზე, Smash-ზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსი პოლიტიკოსი ჰოსპიტალიზებულია COVID-19-ის შემდეგ განვითარებული ორმხრივი პნევმონიის გამო და მას ფილტვი 50-75%-იანი დაზიანება აქვს.

რუსეთის ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიაში ამბობენ, რომ ჟირინოვსკი თავს ამჟამად კარგად გრძნობს. 

რუსულ მედია ინტერფაქსის წყარომ აღნიშნა, რომ ჟირინოვსკის ფილტვების მდგომარეობა მძიმეა. 

ვლადიმირ ჟირინოვსკი გასული წლის დეკემბერში, რადიო Комсомольская правда-ს ეთერში ამბობდა, რომ ის 8-ჯერ იყო აცრილი სხვადასხვა რუსული კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინით. Telegram-ის არხზე პოლიტიკოსი წერდა, რომ პირველი სამი აცრა სპუტნიკ V-თი გაიკეთა, შემდეგი 3 ეპივაკკორონა იყო, ბოლო ორი დოზა კი – კოვივაკი. სამივე ვაქცინა რუსული წარმოებისაა.

კომენტარები