ვლადიმირ ჟირინოვსკი

ვლადიმირ ჟირინოვსკის სიკვდილი დუმის სპიკერმა უარყო

ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიის ლიდერი და დუმის დეპუტატი, ვლადიმირ ჟირინოვსკი კვლავ არ მომკვდარა.

მისი სიკვდილის შესახებ ინფორმაცია დღეს, 25 მარტს, რუსეთის სამთავრობო პროპაგანდისტულ გამოცემა რია.რუ-ზე გავრცელდა.

მოგვიანებით, ვლადიმირ ჟირინოვსკის სიკვდილის შესახებ ინფორმაცია უარყო დუმის სპიკერმა, ვიაჩესლავ ვოლოდინმა, რუსეთის ჯანდაცვის სამინისტრომ და მისმა პარტიამ.

რუსეთის პროპაგანდისტულმა არხებმა, მათ შორის პუტინის მიერ უცხო ქვეყნის აგენტებად მონიშნულმა მედიებმა, ჟირინოვსკის სიკვდილის შესახებ ცნობა სენატორ პრონიუშკინზე დაყრდნობით გაავრცელეს და რამდენიმე წუთში უარყვეს.

კომენტარები