რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

გერმანიაში 300 000-ზე მეტი უკრაინელი ლტოლვილია რეგისტრირებული

CNN

რუსეთის უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, უკრაინიდან გერმანიაში 300 000 ათასზე მეტი ლტოლვილი ჩავიდა, ინფორმაცია მედიაში გერმანიის შს მინისტრზე დაყრდნობით ვრცელდება.

7 აპრილის მონაცემებით, გერმანიაში 326 453 უკრაინელი ლტოლვილია რეგისტრირებული, თუმცა, მათი რაოდენობა, შესაძლოა, ბევრად მეტი იყოს.

გერმანიაში უკრაინელი ლტოლვილების უმეტესობა ქალები, ბავშვები და მოხუცები არიან.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს, გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ, ბომბავენ და კლავენ მშვიდობიან მოქალაქეებს. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები