რუსეთის მიერ მშვიდობიანი მოქალაქეების მიზანში ამოღება და მოკვლა ომის დანაშაულია. ნატოს ძალები მხარს უჭერენ საერთაშორისო ძალისხმევას, რომ ეს ყველაფერი გამოძიებული იყოს და დამნაშავებიი დაისაჯონ. ახლა ომის კრიტიკულ ფაზაში ვიმყოფებით. ვხედავთ, რომ რუსებს თავისი ძალები ჩრდილოეთისკენ გადაჰყავს და მათი გადაიარაღება ხდება. შემდეგ კი რუსული არმიის უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში დაბრუნებასა და სამხედრო აგრესიას ველით. ვერანაირ ნიშანს ვერ ვხედავთ, რომ პუტინმა შეცვალა თავისი ამბიცია, რომ გააკონტროლოს მთელი უკრაინა და გადაწეროს საერთაშორისო წესრიგი. ამიტომ, საჭიროა უკრაინის მხარდაჭერა, სანქციების გაძლიერება და ჩვენი თავდაცვითი პოტენციალის კიდევ უფრო მეტად გაზრდა, რადგან შესაძლოა, ეს კონფლიქტი კიდევ დიდი ხანი გაგრძელდეს და ჩვენ ამ ყველაფრისთვის მზად უნდა ვიყოთ.
რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი
სტოლტენბერგი: არ ჩანს ნიშანი, რომ პუტინმა შეცვალა თავისი ამბიცია, გააკონტროლოს უკრაინა
tbl.ge/5y4u
დაკოპირდა

განაცხადა NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა.
რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომირუსეთის აგრესია უკრაინაშიომი უკრაინაშინატო-უკრაინაიენს სტოლტენბერგივლადიმირ პუტინი
ამავე თემაზე
- უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი მიხაილ დრაპატი გახდა
- შავ ზღვაში 4 ინდოელი მეზღვაურის სიკვდილის გამო ინდოეთმა რუსი დიპლომატი დაიბარა
- სირსკი: ჩემთვის მოულოდნელი იყო გაგება, რომ ბატონ მინისტრთან კონფლიქტი გვქონდა
- სარაკეტო განგაშის შემდეგ ლიპეცკში თბოელექტროცენტრალის მიმდინარე ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა
- SBU: უკრაინულმა დრონებმა ოკუპირებულ ხერსონში FSB-ს საკოორდინაციო ცენტრს დაარტყეს




