რაც შეეხება იმას, რას ველოდებით საქართველოსგან. ჩვენ ველოდებით სოლიდარობას უკრაინისადმი და უკრაინელებისადმი, რასაც ყველა ვიზიარებთ. ასევე, საჭირო ნაბიჯების გადადგმას რუსეთის იზოლირებისთვის და უზრუნველყოფას, რომ მათი პოზიცია არის ურყევი. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს და სხვებს, შეძლებისდაგვარად აქტიურად დაუჭირონ ამას მხარი. ჩვენ ძალიან გვსურს დავინახოთ, რომ არც ერთი ქვეყანა არ გაუღებს უკანა კარს რუსეთს ჩვენი სანქციებისთვის ძირის გამოსათხრელად. ჩვენ ვნახეთ ომის დასაწყისში მნიშვნელოვანი მაგალითი, როდესაც კონკრეტული ბანკების მიმართ გადავდგით ფინანსური ნაბიჯები და საქართველომ ძალიან სწორი ნაბიჯები გადადგა, ძალიან სწრაფად გააკეთა ეს, როდესაც საქმე ეხებოდა ვითიბი ბანკს, რომელიც იყო ჩვენი სანქციების ქვეშ. ამას ველოდებით მომავალშიც
საქართველო-ევროკავშირი
ჰარცელი: ძალიან გვსურს დავინახოთ, რომ არც ერთი ქვეყანა არ გაუღებს უკანა კარს რუსეთს
tbl.ge/5y4j
დაკოპირდა

საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, თქვა ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, კარლ ჰარცელმა.
ამავე თემაზე
- საგარეო რეზოლუციაზე: არ ემყარება ობიექტურ შეფასებას, შეიცავს ტენდენციურ ინტერპრეტაციებს
- პაპუაშვილი EU-ზე: საქართველო ნამდვილად არ აპირებს სსრკ-ზე უარეს პირობებზე სადმე შესვლას
- პაპუაშვილი: რეზოლუციებმა საბოლოოდ გადაკვეთეს ქართველი ხალხის მიერ დადგენილი წითელი ხაზები
- ბოჭორიშვილი: EU-ში ხშირად ატარებენ შეხვედრებს, იმისთვის რომ საქართველო არ მიიწვიონ
- კობახიძე: როგორც ევროპარლამენტმა, ისე ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამაც გაიუფასურა თავი




