რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ჯონსონი: ის რასაც პუტინი უკრაინაში სჩადის, გენოციდს არაფრით ჩამორჩება

ბორის ჯონსონი
Reuters

ბრიტანეთის პრემიერმინისტრის, ბორის ჯონსონის თქმით, უკრაინის ქალაქის, ბუჩის ქუჩებში ახლო მანძლიდან გადაღებული სხეულების ხილვა არაფრით განსხვავდება გენოციდისგან. 

"როდესაც ვუყურებთ იმას, თუ რა ხდება ბუჩაში, ეს იმის გამოვლინებაა, რასაც რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი სჩადის უკრაინაში, რაც ჩემთვის გენოციდს არაფრით ჩამორჩება. შესაბამისად, არც ხალხის რეაქციაა გასაკვირი". - თქვა ბორის ჯონსონმა.

დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრი დარწმუნებულია, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს კიდევ უფრო გაამკაცრებს. 

ასევე, ბრიტანეთის ჯანდაცვის მინისტრმა, საჯიდ ჯავიდმა აღნიშნა, რომ მსოფლიომ უკრაინაში მასობრივი მკვლელობები უნდა შეაჩეროს. საჯიდ ჯავიდმა რუსი ოკუპანტების მიერ მშვიდობიანი მოსახლეობის ხოცვა-ჟლეტვა 1995 წლის ბოსნიის გენოციდს შეადარა.


ოკუპანტებისგან გათავისუფლებულ ბუჩაში 300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე მოკლული იპოვეს

უკრაინელმა სამხედროებმა კიევის ირგვლივ 30-ზე მეტი ქალაქი და სოფელი ოკუპანტებისგან გაათავისუფლეს.  ომის დაწყების შემდეგ უკრაინა კიევის რეგიონს სრულად პირველად აკონტროლებს

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები