რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

WSJ: ევროკავშირმა და აშშ-მ, შესაძლოა, პუტინის ქალიშვილებს სანქციები დაუწესონ

ვლადიმირ პუტინი

WSJ-ს ინფრომაციით, ევროკავშირმა სანქციების მორიგი პაკეტი შეიმუშავა, რომელიც შესაძლოა რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის ორ ქალიშვილს ეხებოდეს.

ევროკავშირის წევრ ქვეყნებს ახალი სანქციები ჯერ არ დაუმტკიცებიათ, რომელიც  რუსი ბიზნესმენების, პოლიტიკოსების, ოფიციალური პირებისა და მათი ოჯახების მოგზაურობის აკრძალვასა და აქტივების გაყინვას გულისხმობს.

5 აპრილს ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეხუთე პაკეტი შეიმუშავა. მათ შორისაა რუსული ნახშირის იმპორტის აკრძალვა, ევროკავშირის პორტებში რუსეთისა და მის მიერ კონტროლირებადი გემების შესვლის აკრძალვა, ოლიგარქებისა და მათი ოჯახების წინააღმდეგ მიმართული შეზღუდვები და მაღალტექნოლოგიური ტექნიკის ექსპორტის აკრძალვა.

ვლადიმირ პუტინი ოჯახზე საჯაროდ არ საუბრობს. კრემლის ინფორმაციით, მას ყოფილ მეუღლესთან ორი ქალიშვილი ჰყავს. თუმცა უცნობია, ჰყავს თუ არა რუსეთის პრეზიდენტს სხვა შვილები. 

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას კვლავ უწესებენ.

კომენტარები