რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

პოლონეთი აშშ-სგან 250 Abrams ტანკს შეიძენს

REUTERS/Ints Kalnins/File Photo

რუსეთის პოტენციური აგრესიის ფონზე, პოლონეთმა 250 Abrams ტანკის შესყიდვის შესახებ ამერიკის შეერთებულ შტატებთან შეთანხმებას ხელი მოაწერა.

მანამდე, უკრაინის საზღვართან დაძაბულობის ზრდის პასუხად, აშშ-მ პოლონეთში 5000-მდე დამატებითი ამერიკელი ჯარიკაცი, ასევე, გამანადგურებელი თვიმფრინავები განათავსა.

პოლონეთის თავდაცვის მინისტრის განმარტებით, შენაძენი 4.75 მილიარდ დოლარს შეადგენს. პირველი ტანკი პოლონეთს მიმდინარე წელს მიეწოდება.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები