რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ზელენსკი: ვურჩევ რუსი სამხედროების დედებს, შეხედეთ, როგორი ნაძირლები გაზარდეთ

Office of the President of Ukraine

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის ქალაქ ბუჩაში მყოფი რუსი სამხედროების დედებს მიმართა - "შეხედეთ, როგორი ნაძირლები გაზარდეთ". პრეზიდენტი ასევე, შეეხო ბუქარესტის, NATO-ს სამიტის დეკლარაციას. მისი თქმით, რუსეთის აგრესიის თავიდან აცილება შესაძლებელი იყო. 

"ბუქარესტი, NATO-ს სამიტის დეკლარაცია. 3 აპრილი, 14 წლის წინ. შანსი იყო თავიდან აგვერიდებინა რუსეთის მოსვლა ბუჩაში, კიევის რეგიონში. რუსეთი უკვე მოვიდა. რუსი სამხედროების დედებს ვურჩევ, ნახეთ როგორი ნაძირლები გაზარდეთ. მკვლელები, მაროდიორები, ჯალათები ". - თქვა პრეზიდენტმა.

ოკუპანტების მიერ გათავისუფლებულ ბუჩაში 300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე მოკლული იპოვეს

უკრაინელმა სამხედროებმა კიევის ირგვლივ 30-ზე მეტი ქალაქი და სოფელი ოკუპანტებისგან გაათავისუფლეს.  ომის დაწყების შემდეგ უკრიანა კიევის რეგიონს სრულად პირველად აკონტროლებს

კიევის ოლქში, დედაქალაქის გარშემო დასახლებულ პუნქტებზე, ირპენზებუჩაზე და გოსტომელზე უკრაინულმა ძალებმა ეტაპობრივად დაიბრუნეს კონტროლი.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ. 

კომენტარები