ჩემი აზრით, ზოგადად უსამართლოა ეს დამოკიდებულება [უკრაინის ხელისუფლების]. საქართველო და ის მხარდაჭერა, რომელსაც საქართველო ამ პირობებში, როდესაც საქართველოს 20%-ია ოკუპირებული, არის სამაგალითო. სხვა ქვეყნები არ არიან იმ მდგომარეობაში, რომელშიც ჩვენ. თუნდაც მოლდოვა, დაახლოებით მსგავსი სიტუაციაა. იცით, რომ მოლდოვაც ასევე არ უერთდება სანქციებს.
ამ მთლიან პერიოდში, რაც ჩვენ გვესმის სანქციები, დახმარება, ყველა სხვა ქვეყანა, რომლებზეც ჩვენ ვსაუბრობთ, არიან NATO-სა და ევროკავშირის წევრები. ანუ, ის ქვეყნები, რომლებსაც აქვთ NATO-ს უსაფრთხოების ქოლგა გადაფარებული საკუთარ ქვეყანაზე და რომლებსაც აქვთ ევროკავშირის ეკონომიკური დაცვის ქოლგა გადაფარებული საკუთარ ქვეყანაზე. რამე თუ მოხდება, მათ იცავთ NATO, თუ რამე მოხდება ფინანსურად, მათ იცავთ და ეხმარება ევროკავშირი. ჩვენ არც NATO გვიცავს, არც ევროკავშირი. ჩვენ არ გვაქვს საერთაშორისო უსაფრთხოების გარანტიები, არ გვაქვს საერთაშორისო ეკონომიკური გარანტიები. მიუხედავად ამისა, ჩვენ ვართ გამონაკლის ქვეყნებს შორის. ვართ გაეროში რეზოლუციის თანასპონსორები, ვართ თანაავტორები განცხადებისა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში, რომელმაც ომის დამნაშავეები უნდა დაადგინოს, კონკრეტული პირები, ვინც ჩაიდინა და ჩადის დანაშაულს. ამას ვაკეთებთ ამ პირობებში, როდესაც ბევრი სხვა სახელმწიფო ამას ვერ აკეთებს. ამიტომ, ვფიქრობ, რომ ამ კუთხით [ელჩის გაწვევის შესახებ] გადაწყვეტილება უსამართლოა.





