რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

პაპუაშვილი: სანქციები ომს ვერ აჩერებს – ჩვენს სანქციებს არანაირი ეფექტი არ ექნება რუსეთზე

ყველა თანხმდება, რომ სანქციებს არ აქვს ომის მყისიერად შეჩერების ეფექტი, ვინაიდან საუბარი გვაქვს რუსეთზე, რომელსაც აქვს გარკვეული თვითკმარი რესურსები და ამიტომ, მყისიერ ეფექტს ეს სანქციები ვერ ახდენენ. ეს, სხვათა შორის, განაცხადა პრეზიდენტმა ბაიდენმა. მაშინ, როდესაც სანქციების პირველი ტალღა გამოაცხადა, იქვე დასძინა, რომ, რა თქმა უნდა, ეს ამ წუთას ომს ვერ შეაჩერებს, მაგრამ ეს რუსეთს აზღვევინებს, დიდ ფასს დაუწესებს გრძელვადიან პერსპექტივაში და ამიტომ, დააფიქრებს, რამდენად უღირს მას ეს ომი. რა თქმა უნდა, გრძელვადიან პერსპექტივაში ამას ექნება [შედეგები], მაგრამ ამასობაში ეს ომი ხომ მიდის? 

სამწუხაროდ, ომს სანქციები ვერ აჩერებს, თუმცა ეს თავისთავად ზიანს აყენებს აგრესორ ქვეყანას. საქართველოს სანქციებს რაც შეეხება, ამას, რა თქმა უნდა, არანაირი ეფექტი არ ექნება რუსეთზე. სუფთა ეკონომიკურად რომ შევხედოთ, ეს რუსეთისთვის იქნება ჩვეულებრივად სტატისტიკური ცდომილების ფარგლებში. არაფერი რომ არ ვილაპარაკოთ იმაზე, რომ, რა თქმა უნდა, სანქციებს მოჰყვება კონტრსანქციები და ჩვენ უკვე ვნახეთ განცხადებები რუსეთის მხრიდან. ამიტომ, რაც შეეხება სანქციებს, ჩვენი დამოკიდებულება სრულად ესმით ჩვენს დასავლელ პარტნიორებს.

თქვა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ტელეკომპანია იმედთან ინტერვიუში.

კომენტარები