რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ესტონეთში ტაქსის კომპანია Yandex-ს მუშაობის უფლება აეკრძალა

Yandex Taxi
rt.com

ესტონეთის მთავრობამ რუსულ ტაქსის კომპანია Yandex.Taxi- სანქცია დაადო და ქვეყანაში მუშაობის უფლება აუკრძალა. ამის შესახებ ქვეყნის პრემიერმინისტრმა, კაია კალასმა განაცხადა.

"Yandex ტაქსისთვის მუშაობის აკრძალვა ჩვენგან მკაფიო სიგნალია, რომ ესტონეთში არ არის იმ კომპანიების ადგილი, რომლებიც რუსულ სპეცსამსახურებთან თანამშრომლობენ. ჩვენ ევროკავშირის ყველა ქვეყანას შევთავაზეთ, რომ ანალოგიურად მოიქცნენ და მათაც დაუწესონ სანქცია იანდექსს". - თქვა კაია კალასმა.

საკითხს გამოეხმაურა ესტონეთის მეწარმეობისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების მინისტრი, ანდრეს სუტიც.

"იანდექსისთვის მუშაობის აკრძალვის მიზანი ის არის, რომ ესტონელი მოქალაქეების პირადი ინფორმაცია ამ კომპანიის მეშვეობით რუსული სპეცსამსახურების ხელში არ აღმოჩნდეს. ეს ესტონეთის უსაფრთხოებას სეროზულ საფრთხეს უქმნის". - ამბობს სუტი.

სანქციის შედეგად, ესტონეთში ტაქსის კომპანიებსა და მძღოლებს ეკრძალებათ იანდექსის აპლიკაციის საშუალებით გადაადგილება და შეკვეთების შესრულება. ასევე, ინტერნეტპროვაიდერებმა წვდომა უნდა შეზღუდონ იანდექსთან დაკავშირებულ ვებგვერდებსა და პროგრამებზე, რომელთა შორის არის: Yandex Go და Yandex Pro. აგრეთვე, Google Play-მ და App Store-მა უნდა შეზღუდონ იანდექს ტაქსის აპლიკაციის ჩამოტვირთვა და განახლებების შეთავაზება.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები