რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ერდოღანის თქმით, ის პუტინს ყირიმისა და დონბასის საკითხის მოგვარებისკენ მოუწოდებს

Vladimir Smirnov/TASS

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა აღნიშნა, რომ სატელეფონო საუბარში რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს მოუწოდებს უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად გადადგას ნაბიჯი უკრაინის დონბასისა და ყირიმის რეგიონის საკითხების მოსაგვარებლად. 

სტამბოლში ჟურნალისტებთან საუბრისას ერდოღანმა განმარტა, რომ მას სატელეფონო საუბარი ექნება პუტინთან, რათა მას მოლაპარაკებების განახლება შესთავაზოს

29 მარტს სტამბოლში თურქეთის ხელისუფლების მედიაციით რუსეთისა და უკრაინის დელეგაციების შეხვედრა შედგა. ორივე მხარემ მოლაპარაკებების პროცესი დადებითად შეაფასა.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას კვლავ უწესებენ.

კომენტარები