რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ჩეხეთის სამინისტრო რუს დიპლომატებს უკრაინის ომის გამო, გადადგომისკენ მოუწოდებს

 February 15, 2016. REUTERS/David W Cerny/File Photo

პირველ აპრილს, ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუს დიპლომატებს გადადგომისკენ მოუწოდა.

"კოლეგებო, ჩვენ მოვუწოდებთ მათ, ვისაც აქვს სინდისი და  ბოროტების ამოცნობის უნარი: გამოდით თანამზრახველთა წრიდან". - თქვა ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ.

რუსეთ-უკრაინის ომის შედეგად, ევროკავშირსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობა ისტორიულ მინიმუმზე დავიდა.

ჩეხეთის სამინისტრომ რუს დიპლომატებს  „ჩაძირული გემის“ დატოვებისკენ მოუწოდა.

ბოლო კვირებში ჩეხეთი ევროკავშირის რამდენიმე სხვა ქვეყანას რუსი დიპლომატების გაძევებაში შეუერთდა, ამასთან ერთად, ნაწილს ჯაშუშობის ბრალდებით ჩამოართვეს სტატუსი.

ევროპის რამდენიმე ქვეყანამ 44 რუსი დიპლომატი და დაზვერვის ოფიცერი ქვეყნიდან გააძევა

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს, გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები