რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ევროპის რამდენიმე ქვეყანამ 44 რუსი დიპლომატი და დაზვერვის ოფიცერი ქვეყნიდან გააძევა

რამდენიმე ევროპულმა სახელმწიფომ - ნიდერლანდებმა, ბელგიამ, ირლანდიამ, ჩეხეთმა განაცხადა, რომ რუს დიპლომატებსა და სადაზვერვო სამსახურის წარმომადგენლებს ქვეყნიდან აძევებენ. 

ნიდერლანდების საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ქვეყანიდან აძევებენ რუს დიპლომატებთან დაკავშირებულ 17 დაზვერვის ოფიცერს. რუსული სამთავრო მედიის TASS თქმით, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო 17 ოფიციალური პირის გამოძევებას ადასტურებს.

"ეს ნაბიჯი სხვა თანამოაზრე ქვეყნებთან კოორდინაციით გადაიდგა". - ნათქვამია სამინისტროს განმარტებაში. 

ამასთანავე, ბელგიამ 21 რუსი დიპლომატი გააძევა. ისინი საელჩოსა და საკონსულოში მუშაობდნენ. 

რაც შეეხება ირლანდიას, ქვეყნის დატოვება 4 დიპლომატს მოუწევს. ირლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, მაღალჩინოსანთა გაძევების მიზეზი ისაა, რომ ისინი "დიპლომატიური ქცევის საერთაშორისო სტანდარტებს" არღვევენ. 

პრაღამ ჩეხეთში მცხოვრები ერთი დიპლომატი გამოაცხადა "პერსონა ნონ გრატად". განცხადებაში ნათქვამია, რომ ჩეხეთი პარტნიორებთან ერთად, ევროპაში რუსეთის სადაზვერვო სამსახურის შემცირებას ცდილობს. 

კომენტარები