რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსმა ოკუპანტებმა ჩერნიგოვში საავადმყოფოს ონკოლოგიური განყოფილება გაანადგურეს

ჩრდილოეთ უკრაინის ქალაქ ჩერნიგოვის მერის, ვლადისლავ ატროშენკოს ცნობით, რუსულმა ჯარებმა საავადმყოფოს ონკოლოგიური განყოფილება გაანადგურეს. 

"ზოგიერთი ჭურვი პირდაპირ რეგიონალურ საავადმყოფოს მოხვდა და შენობის ერთ-ერთი ნაწილი, ონკოლოგიური განყოფილება მთლიანად გაანადგურა. მძიმე დაზიანება მიიღო სამმა ადამიანმა". - ამბობს ვლადისლავ ატროშენკო CNN-თან ინტერვიუში. 

ჩერნიგოვის მერმა ასევე აღნიშნა, რომ ქალაქს არ მიეწოდება ელექტროენერგია და წყალი, იწურება მედიკამენტებისა და საკვების მარაგებიც.

"ამჟამად, ჩვენ გვიწევს არსებობა სრული ჰუმანიტარული კატასტროფის პირობებში". - თქვა ვლადისლავ ატროშენკომ. 


რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას კვლავ უწესებენ.


 

კომენტარები