რუსეთი

რუსეთში, ბელგოროდში საბრძოლო მასალის საწყობი აფეთქდა

აფეთქება ბელგოროდში

რუსეთში, ბელგოროდის ოლქში, სოფელ კრასნი ოქტაბრში დროებით სამხედრო ბანაკში საბრძოლო მასალის საწყობი აფეთქდა.

თავდაპირველად, რუსულმა სამთავრობო მედიამ, ТАСС-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბაზა დაბომბვის შედეგად აფეთქდა, თუმცა შემდეგში, ცნობილი გახდა, რომ შემთხვა ადამიანური მიზეზის გამო მოხდა. 

ბელგოროდის გუბერნატორის თქმით, დაუდასტურებელი ინფორმაციით, იარაღის საწყობში ხანძარი გაჩნდა, რამაც აფეთქება გამოიწვია. ასევე დაუდასტურებელი ინფორმაციით, შემთხვევას 4 ძალოვანი ემსხვერპლა, თუმცა მშვიდობიან მოქალაქეებს შორის დაშავებულები არ არიან. 

კომენტარები