რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ჩეჩნეთი ირწმუნება, რომ კადიროვს გენერალ-ლეიტენანტის წოდება მიენიჭა და მარიუპოლში იმყოფება

რამზან კადიროვი

ჩეჩნეთის პარლამენტის თავმჯდომარე, მაგომედ დაუდოვი აცხადებს, რომ ჩეჩნეთის ლიდერი, რამზან კადიროვი მარიუპოლში იმყოფება. 

მისივე ინფორმაციით, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა კადიროვს გენერალ-ლეიტენანტის სამხედრო წოდება მიანიჭა. კადიროვის წოდების მინიჭებასთან დაკავშირებით მილოცვა გამოაქვეყნა და თქვა, რომ "ჩეჩნეთის მეთაურის წვლილი რესპუბლიკაში საერთაშორისო ტერორიზმზე გამარჯვებასა და რუსეთის მთლიანობის შენარჩუნებაში არ შეიძლება იყოს გადაჭარბებული". 

პუტინის ბრძანება ჯერჯერობით არსად გამოქვეყნებულა. 

13 მარტს გავრცელდა ინფორმაცია, რომ კადიროვი უკრაინაში ჩავიდა, სადაც ჩეჩენ მებრძოლებს შეხვდა, რომლებიც უკრაინაში იბრძვიან, თუმცა მისი ტყუილი მალევე გამოაშკარავდა. უკრაინულმა გამოცემა Ukrainskaya Pravda-მ დაადგინა, რომ ჩეჩნეთის ლიდერი, ქვეყანაში არ ყოფილა

28 მარტს გავრცელდა ვიდეო, სადაც თითქოს კადრიოვი მარიუპოლში იმყოფება, თუმცა ჯერჯერობით ინფორმაციის ნამდვილობა არ დასტურდება. 

კომენტარები