პირველ რიგში, სააკაშვილი არ უნდა გათავისუფლდეს და არ უნდა წავიდეს უკრაინაში ისევ და ისევ ჩვენი მეგობარი უკრაინელი ხალხის ინტერესების გათვალისწინებით. გახსოვთ, როგორ დაამძიმა მან საქართველოს მდგომარეობა 2008 წელს და მას შეუძლია ისედაც მძიმე მდგომარეობა კიდევ უფრო დაუმძიმოს უკრაინელ ხალხს. პირველ რიგში, უკრაინელი ხალხის ინტერესების გათვალისწინებით და აქედან გამომდინარე, მიზანშეწონილი არაა მისი გათავისუფლება, თუმცა, ამას რომ დავანებოთ თავი, რა თქმა უნდა, ასეც და ისეც მას აქვს სასჯელი მოსახდელი და არავითარი ფორმით ასეთი საკითხი [სააკაშვილის გათავისუფლება] არ განიხილება. მან უნდა დაანებოს თავი ქვეყნის დაზიანებას. რაც უფრო დიდხანს იჯდება ციხეში, მით უფრო ნაკლებად დააზიანებს საქართველოსაც და უკრაინასაც – ესაა უკეთესი ორივე სახელმწიფოსთვის.
მიხეილ სააკაშვილის საქმე
კობახიძე სააკაშვილზე: რაც უფრო დიდხანს იჯდება, ნაკლებად დააზიანებს საქართველოს და უკრაინას
tbl.ge/5xli
დაკოპირდა

ამბობს ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე პარტიის ცენტრალუს ოფისში გამართულ ბრიფინგზე. ექსპრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო სხდომაზე მოითხოვა კიევში სამკურნალოდ გაშვება და სასჯელის დროებით გადავადება.
ამავე თემაზე
- ბოკუჩავა: სააკაშვილის ციხეში გადაყვანა ქვეყანაში დიქტატურის კონსოლიდაციის ნაწილია
- ბითაძე სააკაშვილის ციხეში გადაყვანაზე: როდესღაც ხომ უნდა დამდგარიყო ეს დღე?
- ჩხაიძე სააკაშვილის ციხეში გადაყვანაზე: რამდენადაც ვიცი, ძალიან მშვიდად მიიღო ეს ინფორმაცია
- "აღარ ესაჭიროება მკურნალობა" - მიხეილ სააკაშვილი ციხეში დააბრუნეს
- "პასუხისმგებლობას ზურაბიშვილიც იზიარებს" - ბოკუჩავა სააკაშვილის განაჩენზე




