ინფლაცია

ჯაფარიძე: ღარიბაშვილმა საკუთარი ნებისმიერი ჩა*მის გაპრავების კლასიკად ქცეული სამეული დადო

გუშინ აქცია იყო, საწვავზე ფასების ზრდა გააპროტესტეს. ახლა ვუსმინე და ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე უპასუხა:

  • პროტესტანტები ნაცები იყვნენო;
  • ფასები ჩვენთან კი იზრდება, მაგრამ მარტო ჩვენთან არ იზრდება, პანდემიაა და ყველგან იზრდებაო;
  • ჩვენთან საწვავაზე ფასები უფრო დაბალია, ვიდრე ბევრ ქვეყანაშიო;

მოკლედ - ფასების ზრდა ჩვენი ბრალი არ არის, გაგებით მოეკიდეთ, როგორც იმ ბრძენმა კაცმა ერთხელ ასე ხატოვნად გვირჩიაო.

საკუთარი ნებისმიერი ჩა*მის გაპრავების უკვე კლასიკად ქცეული სამეული დადო:

  1. პანდემიის ბრალია
  2. სხვებიც ი*ვამენ, ზოგი ჩვენზე მეტადაც
  3. ეს პასუხები თუ არ მოგწონს და ყვირიხარ, ე.ი. ნაცი ხარ

ჩემი აზრით, ხალხის მხრიდან:

  • არაფერს არ ვითხოვ, მხოლოდ ბენზინის ფასს ვაპროტესტებ - არის ნ*რევა
  • პოლიტიკაში არ ვერევი, მხოლოდ ბენზინის ფასს ვაპროტესტებ - არის ნ*რევა
  • დედა მოვუტ&%$ათ ვისოლს, იმას, ამას - არის ნ*რევა
  • პოლიტიკური მოთხოვნები არ გვინდა, უბრალოდ ბენზინი გაგვიიაფონ - არინ ნ*რევა
  • ანტიმონოპოლიურმა შეამოწმოს ბენზო-კომპანიები ზემოგებაზე რომ მუშაობენ - არის სასაცილო ნ*რევა
  • და სხვა (ნ*რევები)

ასევე, ჩემი აზრით, პარტიების მხრიდან:

  • დღგ უნდა დავწიოთ/გავაუქმოთ
  • აქციზი უნდა დავწიოთ/გავაუქმოთ

არის სწორი გამოსავალი, მაგრამ არასაკმარისი და არაეფექტური მესიჯი.

მოვალეობის მოხდასავითაა - აი, მე ვიცი, რა არის გასაკეთებელი, ამას იზამ და ფასი დაიწევს.

როცა ყველამ იცის რომ 1. ვერ იზამ და 2. არ დაიწევს.

იმიტომ, რომ ხელისუფლება კობახიძეების ხელშია

ცოტა მეტი ძალისხმევაა საჭირო და ცოტა მეტი ლაპარაკი, ყველას მხრიდან, ვისაც აზრი მოგეკითხებათ და ვისაც მართლა რამის შეცვლა გინდათ ამ ქვეყანაში

წერს Facebook-ზე გირჩის ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე.

კომენტარები