ლევან დავითაშვილი

დავითაშვილი: ვმუშაობთ საერთაშორისო კომპანიებთან თავიანთი ოპერაციების ჩვენთან გადმოტანაზე

ბევრ საერთაშორისო კომპანიასთან, რომელიც ოპერირებდა უკრაინის ან რუსეთის ტერიტორიაზე და ბაზირებული იყო ამ ქვეყნებში, მათ შორის ბრიტანულ, გერმანულ და სხვა კომპანიებთან, ინტენსიურად მიდის მუშაობა, რომ მათ თავიანთი ოპერაციები გადმოიტანონ საქართველოში და ჩვენმა ქვეყანამ ამით მიიღოს შესაძლებლობა, რომ ესა თუ ის სექტორი უფრო სწრაფად განვითარდეს, გაჩნდეს დასაქმების ახალი შესაძლებლობები, მოხდეს კვალიფიკაციის ამაღლება და ა.შ. საბოლოოდ, ეკონომიკაში ეს უნდა იყოს თავისი წვლილის შემტანი. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ასეთმა საერთაშორისო კომპანიებმა საქართველო განიხილონ როგორც ჰაბი თავიანთი ოპერაციებისთვის.

განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.

კომენტარები