რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

"17 000 სამხედრო, 586 ტანკი, 123 თვითმფრინავი" – უკრაინის გენშტაბი რუსეთის დანაკარგზე

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბი რუსი ოკუპანტების საბრძოლო დანაკლისის შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს. რუსეთის უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, საოკუპაციო ჯარებმა, წინასწარი გათვლებით, 17 000-მდე სამხედრო დაკარგეს.

უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, ოკუპანტების ჯამური საბრძოლო დანაკარგები 24 თებერვლიდან 28 მარტამდე, სავარაუდოდ, შეადგენს:

  • პერსონალი - 17 000 ადამიანი,
  • ტანკები - 586
  • დაჯავშნული საბრძოლო მანქანები - 1 694
  • საარტილერიო სისტემები - 302
  • MLRS - 95
  • საჰაერო თავდაცვის სისტემები - 54
  • თვითმფრინავი - 123
  • ვერტმფრენები - 127
  • გემები / ნავები - 7
  • საწვავის ავზები - 73
  • ტაქტიკური დონის უპილოტო საფრენი აპარატი - 66
  • სპეციალური აღჭურვილობა - 21

უწყებაში განმარტავენ, რომ ამ დროისთვის მიმდინარეობს მონაცემების დაზუსტება, რადგან დათვლას ართულებს ინტენსიური საომარი მოქმედებები.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები