რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ზალუჟნი: რუსეთი ყალბ ვიდეოებს იღებს, სადაც უკრაინელები ტყვეებს არადამიანურად ეპყრობიან

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის, ვალერი ზალუჟნის თქმით, რუსეთი უკრაინელი სამხედროების მიერ ტყვეების მიმართ "არადამიანური მოპყრობის" შესახებ ყალბ ვიდეოებს ამზადებს.

"უკრაინის თავდაცვის ძალების დისკრედიტაციის მიზნით, მტრები ამზადებენ და ავრცელებენ დადგმულ ვიდეოებს, სადაც "უკრაინელი სამხედროების" მიერ რუსი ტყვეების მიმართ "არადამიანური მოპყრობაა" ასახული. ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ უკრაინის შეირაღებული ძალები და სხვა კანონიერი სამხედრო ფორმირებები საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ნორმებს მკაცრად იცავენ. მოგიწოდებთ, გაითვალისწინოთ საინფორმაციო და ფსიქოლოგიური ომის რეალობა და ენდოთ მხოლოდ ოფიციალურ წყაროებს". - წერს ზალუჟნი.

27 მარტს სოციალურ ქსელებში გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ სავარაუდოდ უკრაინელი სამხედროები რუს ტყვეებს ესვრიან.

კომენტარები