რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ზელენსკი: რას აკეთებს NATO? ჩვენ მხოლოდ მათი რესურსების 1%-ს ვითხოვთ

Office of the President of Ukraine

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი დასავლეთის მთავრობებს მოუწოდებს, უკრაინას მიაწოდონ დამატებით თვითმფრინავები, ტანკები და სარაკეტო თავდაცვის სისტემები. 

ლვოვის ძლიერი დაბომბვის ფონზე გაკეთებულ მიმართვაში ზელენსკიმ თქვა, რომ იარაღი, რომლებსაც შეუძლიათ ევროპის თავისუფლების დაცვა, საწყობებში იმტვერება. 

"რას აკეთებს NATO? რუსეთი მართავს მას? რას ელოდებიან? უკვე 31 დღე გავიდა. ჩვენ მხოლოდ NATO-ს რესურსების 1%-ს ვითხოვთ, მეტს არაფერს". - ამბობს ვოლოდიმირ ზელენსკი.

ამის შემდეგ სლოვაკეთის პრემიერმინისტრმა, ედუარდ ჰეგერმა BBC-ს დაუდასტურა, რომ მისი ქვეყანა მზად არის, უკრაინას საბჭოთა წარმოების S-300-ის თავდაცვის რაკეტების არსენალი გადასცეს, თუ მათი ჩანაცვლება მოხდება. 


რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას კვლავ უწესებენ.

კომენტარები