რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუდცკოი: რუსეთის შეიარაღებული ჯარები დონბასის სრულად გათავისუფლებაზე კონცენტრირდება

რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარი ოპერატიული მართვის ხელმძღვანელის, სერგეი რუდცკოის თქმით, რუსეთის მიზანი უკრაინაში შეჭრისას დიდი ქალაქებზე თავდასხმა არ იყო და მთავარი ამოცანად დონბასის რეგიონის სრული გათავისუფლება რჩება.

"თუმცა ასეთ შესაძლებლობას [დიდი ქალაქების თავდასხმას] ჩვენ არ გამოვრიცხავთ, იმისდა მიხედვით როგორ შესრულდება ცალკეული დაჯგუფებების მიერ მათ წინაშე დასახული ამოცანენები, ისინი კი სრულდება წარმატებით, ჩვენი ძალები და სახსრები იქნება კონცენტრირებული მთავარზე – დონბასის სრულ გათავისუფლებაზე". – თქვა რუდცკოიმ

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს, გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები