რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ვერეშჩუკი: რუს ოკუპანტებს უკრაინის სხვადასხვა ქალაქის 14 მერი ჰყავთ გატაცებული

უკრაინის ვიცეპრემიერისა და დროებით ოკუპირებული ტერიტორიების რეინტეგრაციის მინისტრის, ირინა ვერეშჩუკის თქმით, რუს ოკუპანტებს უკრაინის სხვადასხვა ქალაქის 14 მერი ჰყავთ გატაცებული და მძევლების პარიტეტის პირობებით გაცვლას ითხოვენ.

"რუსეთი ითხოვს პარიტეტის პრინციპს. ამბობენ, რომ მესაზღვრეებს მესაზღვრეებში გაცვლიან, მეზღვარებს მეზღვაურებში, მე კი ლოგიკური კითხვა მაქვს: ვისში უნდა გავცვალოთ მერები, რომელთაგანაც უკვე 14 რუსეთს მძველად ჰყავს აყვანილი? ჯერჯერობით ამ საკითხზე საერთაშორისო დონეზე ვმუშაობთ". - თქვა ვერეშჩუკმა. 

24 მარტს, უკრაინასა და რუსეთს შორის სამხედრო ტყვეების "პირველი სრულფასოვანი გაცვლა" შედგა.  რუსებმა 10 ტყვე ოკუპანტის სანაცვლოდ გაათავისუფლეს 10 უკრაინელი სამხედრო მოსამსახურე.

გარდა ამისა, ოდესასთან ჩაძირული გემიდან გამოყვანილი 11 რუსი მშვიდობიანი მეზღვაური რუსეთში გადაიყვანეს. მათ სანაცვლოდ, ოკუპანტებმა გაათავისუფლეს სამოქალაქო გემის, სატფირის 19 მეზღვაური.

კომენტარები