რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინის საგარეო: თბილისო, იმის მერე, რაც რუსეთმა 2008 წლიდან გაგიკეთათ, არ გრცხვენიათ?

"თბილისო, იმის მერე, რაც რუსეთმა 2008 წლიდან გაგიკეთათ, არ გრცხვენიათ?", - უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი, ოლეგ ნიკოლენკო გამოეხმაურა გრიგორი კარასინის განცხადებას, რომ საქართველოს რეაქცია სანქციებზე რუსეთის მხრიდან "შეუმჩნეველი არ დარჩება".

ნიკოლენკო წერს, რომ კარასინმა საქართველო შეაქო დასავლეთის სანქციებთან არშეერთების გამო და ამისთვის მადლობას დაჰპირდა.

"რუსეთის ფედერაციის საბჭოს კომიტეტის თავმჯდომარემ, გრიგორი კარასინმა შეაქო საქართველო იმისთვის, რომ მან რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს მხარი არ დაუჭირა და "მადლობის გადახდას" დაჰპირდა. თბილისო, იმის მერე, რაც რუსეთმა 2008 წლიდან გაგიკეთათ - არ გრცხვენიათ?",- წერს ნიკოლენკო.

საქართველოს პრემიერმინისტრმა უკრაინაში ომის მიმდინარეობისას რამდენჯერმა თქვა, რომ დასავლეთის ქვეყნების მიერ ოკუპანტი ქვეყნისთვის დაწესებულ სანქციებს არ შეურთდება.

კომენტარები