დონალდ ტრამპი

დონალდ ტრამპი ჰილარი კლინტონს სასამართლოში უჩივის

აშშ-ს 45-ე პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ყოფილ სახელმწიფო მდივანს, ჰილარი კლინტონსა და რამდენიმე დემოკრატს 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნების რუსულ გეგმასთან დაკავშირების გამო უჩივის. ტრამპსა და მის გუნდს ბრალი ედებოდათ, არჩევნებზე გავლენის მოსახდენად რუს აგენტებთან გარიგებაში. 

"ბრალდებულებმა შეთხზეს ყალბი ნარატივი, რომ დონალდ  ტრამპი მოქმედებდა მტრულ სახელმწიფოსთან შეთანხმებით". - ვკითხულობთ 108 გვერდიან სარჩელში.

2020 წელს აშშ-ს სენატის კომიტეტის მიერ გამოქვეყნებულმა მოხსენებამ დაასკვნა, რომ რუსეთმა გამოიყენა რესპუბლიკელი პოლიტიკური ოპერატორი პოლ მანაფორტი და WikiLeaks ვებსაიტი, რათა ტრამპს გამარჯვებაში დახმარებოდა. მოსკოვი უარყოფს ამერიკის არჩევნებში ნებისმიერი ფორმით ჩართვას.

კლინტონს ჯერ არ გაუკეთებია კომენტარი სარჩელზე, რომელიც მოითხოვს კომპენსაციის და სადამსჯელო ზიანის ანაზღაურებას. ტრამპმა თქვა, რომ ზარალის პრევენციისთვის იძულებული გახდა 24 მილიონ დოლარზე მეტი ხარჯი გაეწია. 

კომენტარები