რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ოკუპანტებმა ლუგანსკის ოლქის 3 ქალაქი დაბომბეს - დაიღუპა 5, ხოლო დაშავდა 8 პირი

რუსმა ოკუპანტებმა უკრაინაში, ლუგანსკის ოლქის 3 ქალაქი: რუბეჟნოე, სევეროდონეცკი და ლისიჩანსკი დაბომბეს. შემთხვევის შედეგად დაიღუპა 5, ხოლო დაშავდა 8 ადამიანი. 18 პირის ევაკუაცია კი მაშველებმა მოახერხეს. ამის შესახებ ინფორმაცია ლუგანსკის ოლქის სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, სერგი გაიდაიმ გაავრცელა.

დაბომბვის შედეგად დაზიანდა 32 ობიექტი, მათ შორის 7 ბინა, 9 კერძო სახლი, სკოლა, კინოთეატრი და სხვა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები