ნატოს ლიდერები შევთანხმდით იმაზე, რომ უზრუნველყოფილი იყოს შემდგომი მხარდაჭერა უკრაინის მიმართ, რათა კიდევ უფრო მეტად გაძლიერდეს მათი თავდაცვითი შესაძლებლობები. ჩვენ უკრაინას სამხედრო დახმარებასაც გავუწევთ და მათ გადავცემთ ანტისატანკო და საჰაერო თავდაცვით სისტემებსა და დრონებს, რომელებიც მაღალეფექტურია. აგრეთვე, მათ მიმართ გავაგრძელებთ ფინანსურ და ჰუმანიტარულ დახმარებასაც. უნდა გავაძლიეროთ მათი კიბერუსაფრთხოება და ასევე გადავცეთ შესაბამისი აღჭურვილობა, რათა უკრაინამ თავი დაიცვას ბიოლოგიური, ქიმიური და ატომური საფრთხეებისგან. გვსურს, რომ ყველაფერი გავაკეთოთ უკრაინის დასახმარებლად.
რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი
სტოლტენბერგი: NATO უკრაინას გადასცემს ანტისატანკო, საჰაერო თავდაცვის სისტემებსა და დრონებს
tbl.ge/5xf9
დაკოპირდა

თქვა NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ბრიუსელში NATO-ს საგანგებო სამიტის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.
ამავე თემაზე
- უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი მიხაილ დრაპატი გახდა
- შავ ზღვაში 4 ინდოელი მეზღვაურის სიკვდილის გამო ინდოეთმა რუსი დიპლომატი დაიბარა
- სირსკი: ჩემთვის მოულოდნელი იყო გაგება, რომ ბატონ მინისტრთან კონფლიქტი გვქონდა
- სარაკეტო განგაშის შემდეგ ლიპეცკში თბოელექტროცენტრალის მიმდინარე ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა
- SBU: უკრაინულმა დრონებმა ოკუპირებულ ხერსონში FSB-ს საკოორდინაციო ცენტრს დაარტყეს




