ჩრდილოეთ კორეა

ჩრდილოეთ კორეამ აკრძალული კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტა გამოსცადა

kcna

ჩრდილოეთ კორეამ აკრძალული კონტინენტთაშორისი რაკეტა გამოსცადა. ინფორმაციას იაპონიის თავდაცვის სამინისტრო ადასტურებს.

რაკეტამ საათზე მეტი იფრინა და ზღვის დონიდან 6 000 კმ სიმაღლეს მიაღწია, საბოლოოდ კი იაპონიის სამხრეთით, ზღვაში ჩამოვარდა. იაპონიის მიხედვით, რაკეტის რადიუსი 1 1000 კილომეტრია.

ჩრდილოეთ კორეა რაკეტების უპრეცენდენტო რაოდენობით ცდებს აგრძელებს. 2022 წელს დღემდე 10 რაკეტა გამოსცადეს, რაც უკვე 2021 წელს გამოცდილ რაკეტების მთლიან რაოდენობას აღემატება. 

აღსანიშნავია, რომ 2022 წელს ზებგერითი რაკეტების გამოცდის გამო, აშშ-მ ჩრდილოეთ კორეას ახალი ეკონომიკური სანქციები დაუწესა

იანვარში, იაპონიის თავდაცვის სამინისტრომ თქვა, რომ რაკეტების გაშვებით ჩრდილოეთ კორეამ წელს უკვე არაერთხელ დაარღვია გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია, რომელიც ფხენიანს რაკეტების შექმნასა და გამოცდას უკრძალავს. 

"ჩრდილოეთ კორეის მიერ რაკეტების ხშირი გამოცდის მიზანი მათი სარაკეტო ტექნოლოგიების დახვეწაა. რაკეტების გაშვება საერთაშორისო საზოგადოებისა და იაპონიის უსაფრთხოებისთვის სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს". – თქვა იაპონიის თავდაცვის მინისტრმა, ნობუო კიშიმ. 

კომენტარები