აშშ-ჩრდილოეთ კორეა

ზებგერითი რაკეტის გამოცდის გამო, აშშ-მ ჩრდილოეთ კორეას ახალი სანქციები დაუწესა

ჩრდილოეთ კორეის ლიდერი, კიმ ჩენ ინი

ბალისტიკური რაკეტების პროგრამის გაგრძელებისა და ახალი ზებგერითი რაკეტის გამოცდის გამო, აშშ-მ ჩრდილოეთ კორეას მორიგი სანქციები დაუწესა

CNN-ის ინფორმაციით, სანქციები დაუწესდა იმ პირებს, რომელთაც კავშირები ჰქონდათ ჩრდილოეთ კორეის სარაკეტო პროგრამასთან და შეიარაღებულ ძალებთან. სანქცირებულთა შორის ერთ-ერთი რუსეთის მოქალაქეა, ოთხი კი – ჩინეთის.

სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის თქმით, ჩრდილოეთ კორეა განაგრძობს საერთაშორისო საზოგადოების მოწოდებების უხეშ დარღვევას და დიპლომატიური ურთიერთობების დაძაბვას, რასაც აშშ-ს მხრიდან შესაბამისი საპასუხო ქმედებები მოჰყვება. 

11 იანვარს ჩრდილოეთ კორეის ლიდერი, კიმ ჩენ ინი ახალი ზებგერითი რაკეტის გამოცდას დაესწრო, რომელმაც წარმატებით ჩაიარა. სამთავრობო მედიის ცნობით, შეიარაღებული ძალები უახლოეს მომავალშიც გეგმავს ახალი რაკეტების გამოცდას, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის ჩრდილოეთ კორეის თავდაცვით შესაძლებლობებს. 

კომენტარები