რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

გაერო: ომის დაწყებიდან ამ დრომდე, უკრაინელ ლტოლვილთა რაოდენობამ 3.6 მილიონს გადააჭარბა

უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი თავდასხმის შემდეგ, სამშობლოს დატოვება 3.6 მილიონზე მეტ უკრაინელს მოუწია. ამის შესახებ ინფორმაციას გაეროს ლტოლვილთა სააგენტო ავრცელებს.

მათივე შეფასებით, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ეს ევროპაში ყველაზე სწრაფად მზარდი ლტოლვილთა კრიზისია.

გაეროს ინფორმაციით, 3.,6 მილიონი ადამიანიდან, ვინც უკრაინა დატოვა, 1.5 მილიონზე მეტი ბავშვია.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები