რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინის ომის ფონზე, საფრანგეთმა რუს ოლიგარქებს 800 მილიონი დოლარის აქტივები გაუყინა

REUTERS

დღეს, 23 მარტს, უკრაინის ომის ფონზე, საფრანგეთის ხელისუფლებამ რუსი ოლიგარქების 800 მილიონი დოლარის ქონება გაყინა.

"ეს სანქციები იგრძნობა რუსეთში, სადაც ეკონომიკა მერყეობს, რუბლი ეცემა, საფონდო ბირჟა ძირითადად ისევ დაკეტილია და ცენტრალური ბანკი მძიმედ დაზარალდა". - თქვა საფრანგეთის მთავრობის სპიკერმა, გაბრიელ ატალმა.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები