ჰოლივუდი

რეიჩელ ზეგლერი ოსკარის დაჯილდოებაზე დაპატიჟეს

Vogue

ვესტსაიდურ ამბავში მთავარი როლის შემსრულებელი, რეიჩელ ზეგლერი ოსკარის დაჯილდოების ცერემონიაზე დაპატიჟეს.

რამდენიმე დღით ადრე ცნობილი გახდა, რომ ზეგლერი ამერიკული კინოაკადემიის მთავარ ღონისძიებაზე არავინ დაპატიჟა. მიუხედავად იმისა, რომ ფილმმა, რომელშიც მსახიობი მთავარ როლს ასრულებს ოსკარის 7 ნომინაცია მიიღო.

"იმედი მაქვს სასწაული მოხდება და პერსონალურად შევძლებ ჩემი ფილმის გულშემატკივრობას, მადლობა ყურადღებისთვის, მეც იმედგაცრუებული ვარ". – წერდა მსახიობი 20 მარტს.

ზეგლერის ამბავს ათასობით ადამიანი გამოეხმაურა, სოციალურ ქსელებში ამერიკის კინოაკადემია გააკრიტიკეს, შესაძლოა სწორედ მრავალი ნეგატიური კომენტარის გამო ოსკარის მესვეურებმა საბოლოო მსახიობი ცერემონიაზე მიიწვიეს. დაუდასტურებელი ინფორმაციით ზეგლერმა შესაძლოა, რომელიმე კატეგორია ან სიმღერა წარადგინოს.

რეიჩელ ზეგლერმა ვესტსაიდურ ისტორიაში შესრულებული როლისთვის ოქროს გლობუსი მიიღო, მისი ეკრანული მეწყვილი არიანა დე ბოსე კი ოსკარისთვის არის ნომინირებული.

კომენტარები