ჩოგბურთი

მოქმედმა მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა, ეშლი ბარტიმ კარიერა დაასრულა

SBS

მოქმედმა მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა, ეშლი ბარტიმ პროფესიონალური კარიერა დაასრულა. 

კარიერის მწვერვალზე მყოფი 25 წლის ავსტრალიელი ჩოგბურთელი შესანიშნავ ფორმაშია, ბოლო ერთი წლის განმავლობაში ბარტიმ გრანდ სლემის ორ ტურნირზე გაიმარჯვა. სპორტიდან წასვლის გადაწყვეტილება პირველმა ჩოგანმა ასე დაასაბუთა:

"ჩემი კარიერის მეორე ფაზაში ბევრ რამეზე შემეცვალა აზრი, შედეგები აღარ მანიჭებს ბედნიერებას. აღარ მაქვს ფიზიკური ძალა, აღარ მაქვს ემოციური სურვილი და ის ყველაფერი, რაც უმაღლეს დონეზე თამაშისთვის საჭიროა". 

კარიერის განმავლობაში ეშლი ბარტის სულ სამი გრანდ სლემი აქვს მოგებული. 2019 წელს როლან გაროსი, 2021 წელს უიბლდონი და 2022 წელს ავსტრალიის ღია პირველობა. ჩოგბურთელი ორ წელზე მეტია მსოფლიოს რეიტინგში პირველ ადგილს იკავებს.

კომენტარები