რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

მოსკოვში 50 000 რუბლით დააჯარიმეს აქტივისტი, რომელსაც ფიფქებიანი პლაკატი ეჭირა

SOTA / Telegram

მოსკოვის სასამართლომ აქტივისტი, რომლის საპროტესტო პლაკატზეც *** ***** იყო გამოსახული, 50 000 რუბლით დააჯარიმა. ინფრომაციას გამოცემა Meduza საპროტესტო მონიტორინგის დამოუკიდებელ ჯგუფზე (OVD) დაყრდნობით ავრცელებს.

დმიტრი რეზნიკოვი მოსკოვში გამართულ ომის საწინააღმდეგო აქციაზე 13 მარტს დააკავეს.

უკრაინაში შეჭრის შემდეგ რუსეთის მრავალ ქალაქში ომის საწინააღმდეგო აქციები გაიმართა. პოლიციამ ათასობით აქტივისტი დააკავა.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები