კორონავირუსი საქართველოში

COVID-19-ით 7 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 1 053 ახალი შემთხვევა, დღიური დადებითობა 4.87%-ია

COVID-19-ით კიდევ 7 ადამიანი გარდაიცვალა. ბოლო 24 საათში ჩატარდა 21 614 ტესტი და დადასტურდა 1 053 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 2 067 ადამიანი.

დადებითობის დღიური მაჩვენებელია 4.87%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 7.19%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 4.78%.

ინფიცირების 1 053 ახალი შემთხვევიდან თბილისში 447 გამოვლინდა, აჭარაში - 34, იმერეთში – 143, ქვემო ქართლში – 37, შიდა ქართლში – 65, გურიაში – 84, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 99, კახეთში – 76, მცხეთა-მთიანეთში – 28, სამცხე-ჯავახეთში – 13, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 27.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევაა 25 013, საიდანაც 766 პაციენტი კლინიკებში მკურნალობს, ხოლო 24 247 - ბინაზე. რეანიმაციულ განყოფილებაში 208 პირი იმყოფება. 

კორონავირუსის გავრცელებიდან დღემდე, ქვეყანაში დადასტურდა ინფიცირების 1 643 295 შემთხვევა, მათგან გამოჯანმრთელდა 1 601 578 პაციენტი და გარდაიცვალა – 16 678.


კომენტარები