საკოორდინაციო საბჭო

საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც ქვეყანაში PCR ტესტის გარეშე შემოდიან, იზოლაცია აღარ მოუწევთ

საქართველოს აუცრელ მოქალაქეებს, რომლებიც ქვეყანაში PCR ტესტის გარეშე შემოდიან, თვითიზოლაცია აღარ მოუწევთ. გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭომ მიიღო.

აქამდე, თუ საქართველოს მოქალაქეს აცრა არ ჰქონდა გაკეთებული, ქვეყანაში შემოსვლა PCR ტესტით შეეძლო. წინააღმდეგ შემთხვევაში, მას ხუთდღიანი თვითიზოლაცია ეხებოდა.

უცხო ქვეყნის მოქალაქეებს საქართველოში შემოსვლისას კვლავ ვაქცინაციის დამადასტურებელ მოწმობას ან PCR ტესტის უარყოფით პასუხს მოსთხოვენ.

კომენტარები